საქართველოს ნაკრებმა უმცირესობაში მყოფი ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დაამარცხა

08 სექტემბერი 2020, 22:17 2038 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში საკუთარ მოედანზე  ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ფრედ 1:1 ეთამაშა. 

C ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში მე-13 წუთზე კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად მაკედონიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის რეალიზაცია თორნიკე ოქრიაშვილმა მოახერხა.

33-ე წუთზე გამოცდილი გორიან პანდევის გადაცემის შემდეგ სტეფან რიტოვსკიმ წინასწარობა აღადგინა. 

მეორე ნახევარში 64-ე წუთზე ვისარ მუსლიუმ წითელი ბარათი მიიღო და საქართველო რიცხობრივი უპირატესობში დარჩა. 

დარჩენილ დროში ქართველებს გოლის გატანა შეეძლო თუმცა რამდენიმე ეპიზოდში სტუმართა მეკარე დამაჯერებლად თამაშობდა. 

ორი ტურის შემდეგ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 4-4 ჯგუფის ლიდერები არიან.

C ლიგის მეორე ჯგუფში თავსი შეხვედრა მოიგო სომხეთის ნაკრებმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ესტონეთი 2:0 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში