საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს

08 სექტემბერი 2020, 18:47 1338 ნახვა

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. უწყების სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შედიან. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ერთიან სიაში მოხვედრას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეძლებენ.

მისივე თქმით, ამომრჩეველი რომელსაც არ ექნება პირბადე, ვერ შევა საარჩევნო უბანზე, შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამომრჩეველს პირბადით.

„მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში