გიორგი შაქარაშვილის საქმეში ცრუ ბრალდების მიცემისთვის დაკავებულმა ახალგაზრდა გოგონამ და მისმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთეს. ბრალდებული და ადვოკატი განმარტავენ რომ გოგონას თავისი ქმედება გააზრებული არ ჰქონდა, მიზანი თავის საჯარო წარმოჩენა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობა იყო, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს ცრუ ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა. ვერონიკა არონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. არონიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მუხლით, რომელიც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.