დღეს არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა მთავარ პროკურატურასთან მივიდა და კვლავ პროკურორ ნიკოლოზ სანიკიძესთან ითხოვა შეხვედრას, თუმცა უწყების მხრიდან არ ყოფილა რეაგირება, რის შემდეგაც ფიზიკური დაზიანებების მიყენება სცადა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი იყო მობილიზებული და თამაზ ხომასურიძეს არ მისცეს საშუალება რომ დაზიანებები მიეყენებინა საკუთარი თავისთვის.