ბარში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მეოთხე ადამიანი დააკავეს

08 სექტემბერი 2020, 10:02 1138 ნახვა

თბილისის  ერთ-ერთ ბარში ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე სამართალდამცველებმა მეოთხე ბრალდებული დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 3 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. უწყების ინფორმაციით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი