საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. C ლიგის მეორე ტურის მატჩში ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 3-3 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. პირველ ტურში საქართველომ გასვლაზე ნიკა კაჭარავას გოლით ესტონეთი დაამარცხა, ხოლო მაკედონიელებმა სახლში სომხეთს 2-1 სძლიეს.
ფიფას რეიტინგში "ჯვაროსნებს" 91-ე პოზიცია უკავია. ჩრდილოეთ მაკედონია კი 68-ე ადგილს იკავებს.