ნოვაკ ჯოკოვიჩი არასპორტული საქციელის გამო ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნეს

07 სექტემბერი 2020, 10:39 2319 ნახვა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი არასპორტული საქციელის გამო, ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნეს. საქმე კი შემდეგშია: სერბი ჩოგბურთელი მერვედფინალში კარენო ბუსტას ხვდებოდა,  5:5-ზე ნოვაკმა მისი ჩაწოდება წააგო და ამის შემდეგ გაბრაზებულმა ბურთი ძლიერად კედლისკენ დაარტყა. ბურთი კი ხაზის მსაჯს მოხვდა და დაშავდა.

არბიტრს რამდენიმე წუთიანი დახმარება დასჭირდა. ჯოკოვიჩმა მას ბოდიში მოუხადა, თუმცა მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით სერბი ტურნირიდან მოხსნეს.

ნომერ პირველმა ჩოგანმა ეს ფაქტი გააპროტესტა, თუმცა ჯოკოვიჩი დისკვალიფიკაციის გამო ტურნირის მიღმა დარჩა.

ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, ჯოკოვიჩი ასევე დაკარგავს აქამდე გამომუშავებულ ქულებს და შესაძლოა, დამატებითი სანქციებიც შეეხოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში