როდის განაახლებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობას ჯერ არ არის ცნობილი

05 სექტემბერი 2020, 15:30 1750 ნახვა

აჭარის ტელევიზიამ პრევენციის მიზნით მაუწყებლობა შეწყვიტა, ტელევიზიაში დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

დღესვე მოხდება ყველა თანამშრომლის ტესტირება, მიმდინარეობს როგორც ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების მოძიება ასევე დგინდება ინფიცირების წყარო, რომელიც ჯერ ჯერობით არ არის ცნობილი.

ამ ეტაპისთვის უცნობია როდის განაახლებს ტელევიზია მაუწყებლობას. 

"არც ბათუმისა და არც აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომ რადიკალური ზომები მივიღოთ, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და მოვუწოდებთ ხალხს, რომ გაიარონ ტესტირება. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიტესტება და ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ ინფიცირებულებს, მით უფრო ეფექტურად შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. პანიკისა და განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საფრთხილოა. შემთხვევების ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. აგვისტოში აჭარის რეგიონში ძალიან დიდი მობილობა გვქონდა. თითქმის ნახევარი საქართველო იყო ჩამოსული აჭარაში და ეს ძალიან კარგია შიდა ტურიზმისთვის, მაგრამ უნდა დავიცვათ რეგულაციები. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლები ბევრად უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ამიტომ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დაიწყება და ყველამ უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი