ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გარე პერიმეტრს იცავდა 

04 სექტემბერი 2020, 16:57 2514 ნახვა

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ​სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გარე პერიმეტრს იცავდა - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. 

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიმდინარეობს გაფართოებული პისიარ ტესტირება, ყველა კონტაქტი დადგენილია და ისინი იზოლირებულად არიან. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ლომთაძის განცხადებით ინფიცირებული მამაკაცი შენობის გარე პერიმეტრზე მუშაობდა და მას აპარატის წევრებთან უშუალო შეხება არ ჰქონდა. მისივე თქმით, ამის მიუხედავად მთელი დღის განმავლობაში ტესტირება მიმდინარეობს. 

''სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს გუშინ ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდასტურდა კოვიდინფქცია. აღნიშნული პირი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელე. მინდა განვმარტო, რომ ის გარე პერიმეტრის დაცვაა, შენობაში კი წესრიგის დაცვა ევალებათ საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურებს. აქედან გამომდინარე პირდაპირი შემხებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირებს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან არ აქვს.

მიუხედავად ამისა იმ დღესვე გატარდა შესაბამისი ზომები, ჩატარდა შენობის დეზინფექცია. დღის მანძილზე გრძელდება აპარატის წევრების ტესტირება და ყველა წევრს ჩაუტარდება. იზოლაციაში არა, მაგრამ თანამშრომლების ნაწილი არის დისტანციურ რეჟიმზე და შენობაში ადამიანების შესვლა მაქსიმალურად შეზღუდულია'' - განაცხადა აჭარის მაუწყებელთან გიორგი ლომთაძემ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი