აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ''საქართველოს ბანკის'' მხოლოდ ერთი თანამშრომელი 

04 სექტემბერი 2020, 12:35 2536 ნახვა

დღეს დილიდან ბათუმში, "საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთი ფილიალი დაკეტილია. დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''სოლო ლაუნჯის'' ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია ბანკის პრესსამსახურმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

მოგვიანებით კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირებული იყო ბანკის მხოლოდ ერთი თანამშრომელი. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონტაქტების მოძიება და სხვა თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობდა. ნონა ეფაძის თქმით, შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მაუწყებელი ბანკის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფიცირებულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებდნენ.  

არსებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომელს შეხება ჰქონდა საკონდიტრო მაღაზია "დონასთან".

დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 13 აჭარაშია. ინფიცირებულთაგან 9 ''დონას'' კლასტერიდანაა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში