ბათუმში ოთხ ღამის კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერდა და 10 000 ლარით დაჯარიმდა

03 სექტემბერი 2020, 16:23 2971 ნახვა

2020 წლის 2-3 სექტემებერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს:

▶შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი)

ოთხი  ღამის კლუბი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს: 

▶შპს სამაია (კლუბი კონტე), 

▶შპს ვიპ კანუპოსი (UP2U), 

▶შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო),

▶შპს სექტორი 26 (სექტორი 26).

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში