სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ კვლავ დაკეტილია, ყველა სტუმარსა და პერსონალს ტესტირება ჩაუტარდა

03 სექტემბერი 2020, 12:52 1884 ნახვა

ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი" კვლავ დაკეტილი რჩება. ამ დროისთვის სასტუმროში მყოფ ყველა სტუმარს კოვიდ-19-ზე PCR ტესტირება ჩაუტარდა და დღის ბოლომდე პასუხებს ელოდებიან. როგორც სასტუმროს მენეჯერი, გვანცა ხაინდრავა ამბობს, სასტუმროში მყოფ, 718-სტუმარს და 200-თანამშრომლს,  სავალდებულო PCR ტესტირება გუშინ ჩაუტარდა.

"გაფართოებული ტესტირება სასტუმრო "ოაზისში", გუშინ დღის 4-5 საათზე დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა. ჯერჯერობით რაიმე საეჭვო სიმპტომი არცერთ სასტუმროში მყოფ სტუმარს არ დაფიქსირებია.  სასტუმროში რჩებიან, ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცებიც"-განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.

აჭარის მაუწყებლის კითხვაზე გუშინ სასტუმროდან გასული ტურისტები თუ შემოწმდნენ და კონკრეტულად რამდენმა სტუმარმა დატოვა ტერიტორია? სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ 50-პერსონამ დატოვა გუშინ სასტუმრო, თუმცა მათ მიერ მყისიერი რეაგირების შედეგად, ვერცერთმა ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილამდე.

"ისინი გზაში საპატრულო პოლიციის ჯგუფებმა გააჩერეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, ფოთის და ქუთაისის ცხელების ცენტრებში, ისინიც ელოდებიან PCR ტესტის პასუხს"-განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.

დღეს დილით, სასტუმროში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ერთი ჯგუფი, რომელმაც კლინიკაში 7-წლის ბავშვის გადაყვანა. მენეჯერის განცხადებით, მოზარდს გეგმიური აცრა უწევდა და სწორედ ამ მიზნით მოხდა მედიკოსების გამოძახება. მისივე თქმით, აცრის გაკეთების შემდეგ მას ისევ უკან, სასტუმროში დააბრუნებენ.

"დრიმლენდ ოაზისის" მენეჯერის განცხადებით, აღებული ტესტის პასუხები, სავარაუდოდ დღეს, დღის 4-5 საათზე იქნება ცნობილი და ამ პასუხების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღებენ კონკრეტულ მითითებას, თუ როგორ იმოქმედონ.

რაც შეეხება სასტუმროს ვიზიტორებს, მათ სასტუმროს ტერიტორიაზე გადაადგილება არ ეკრძალებათ, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები კი ცალკე სივრცეში არიან გადაყვანილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში