ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

02 სექტემბერი 2020, 12:53 974 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა  ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება -  გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა,  უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მიმდინარე წლის აგვისტოში დაამზადეს და გაასაღეს 995 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურად გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებული თანხის 30 % - 298 500 ლარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი