შაქარაშვილის საქმე

31 აგვისტო 2020, 20:39 1123 ნახვა

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებს სიცრუეში ადანაშაულებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უფლებადამცველების განცხადება - მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში კი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. გამოკითხეს არასრულწლოვანი ნ. ხ.-ს რომელიც აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა და დაზიანებები მიიღო. სასამართლოს წინაშე კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოწმე ე. ხ. წარსდგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში