მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენამდე ქართული ოცნების ლიდერებმა ე.წ ოცნების ქალაქში მიმდინარე სოციალური პროექტის მშენებლობა დაათვალიერეს. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შედეგად, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ. პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38. მილიონ ლარზე მეტია.
მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა- ინფორმაცია მმართველი გუნდის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.