მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები და თანამშრომლები სესხების გადავადებასა და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
ისინი ამ წუთებში ფიჭვნარის ტერიტორიაზე იკრიბებიან და აღმაშენებლის ქუჩით ქობულეთის მერიამდე მსვლელობას გეგმავენ.