მასობრივი ტესტირების ახალი პუნქტი

28 აგვისტო 2020, 20:07 1740 ნახვა

უკვე მე-2 დღეა რაც ნებაყოფლობითი პისიარ ტესტირება დაიწყო კოვიდ 19-ზე შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ მუსიკალურ პარკსა და გასართობ „ციცინათელას“ გვერდით მდებარე, "ლეკიანის სამედიცინო დაწესებულებაში" ამ დროისთვის, 31-ადამიანს ჩაუტარდა ნებაყოფლობითი ტესტირება. ყველა პასუხი უარყოფითია.

ცნობისთვის, ადგილზე ასევე ტარდება, საყოველთაო სკრინინგი C ჰეპატიტზე, რომელიც ნებაყოფლობითია. იგი ამ დროისთვის, 39- ადამიანს ჩაუტარდა და პასუხები აქაც უარყოფითია.

ტესტირება ტარდება ყველასთვის, როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის უფასოა, იწყება დღის 5-საათიდან და გრძელდება გვიან საღამომდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი