ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზებს 

28 აგვისტო 2020, 16:28 1821 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზებს. როგორც ცნობილია ქართველი ძირითად ბადეში 22 ნომრად არის განთესილი და მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმენი იქნება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 43-ე ჩოგანია.

ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი წინ არის – 2:1. მათი ბოლო მატჩი 2018 წელს, პარიზის „მასტერსზე“ გაიმართა. მაშინ ქართველმა პირველი სეტი 6:4 მოიგო, რის შემდეგაც, მილმენმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ავსტრალიელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში ამერიკელ ფრენსის ტიაფოსა და იტალიელ ანდრეას სეპის შორის მოგებულს შეხვდება.

აშშ-ის ღია პირველობა ნიუ-იორკში 31 აგვისტოს დაიწყება.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში