ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა.
შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი პაციენტი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა BROTHERS-ში მოათავსეს, ხოლო ერთი მოქალაქე თავის ტრავმით ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, ის არასრულწლოვანია. მაუწყებელი სხვა დეტალებს აზუსტებს.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. მიმდინარეობს გამოძიება.