ბავშვებისთვის 200-ლარიან დახმარებაზე 810 000 განაცხადია შესული - გიორგი გახარია

27 აგვისტო 2020, 12:07 1466 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, 200 ლარიანი დახმარების მიღებაზე 810 000 განაცხადია შესული. საუბარია 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებაზე.  

''ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარების გაცემაში იყო შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ საბანკო სექტორთან. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, არცერთ შემთხვევაში საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად არ ჩამოიჭრება. ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე. გაცემა დაიწყება პირველ სექტემბერს და ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში ყველა დაკმაყოფილდება. 

დრეის  მონაცემებით შემოსულია 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც 482 000 ოჯახს გულისხმობს. ეს მნიშვნელოვანია და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტური სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს დასტურდება სხვადსხვა კვლევებით და ეს მიმართულია კრიზისის პერიოდში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ. პირველ რიგში კი ჩვენი ოჯახების მხარდასაჭერად'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში