შატილში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი გამოკითხეს

27 აგვისტო 2020, 10:25 1516 ნახვა

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. ტურისტული კომპანია  „თრეველერ ჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს,  რა გახდა შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. მისი თქმით, მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი