შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ მყოფი მიკროავტობუსით გადაადგილებისას შეაჩერეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მიკროავტობუსის და ნ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ „ჰეროინის“ შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.