სასამართლო თერჯოლაში

26 აგვისტო 2020, 21:12 1574 ნახვა

თერჯოლის სოფელში დაღუპული 11 წლის ბიჭის ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

მათი თქმით, ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ და ხელისუფლებას და საელჩოს დახმარებას სთხოვენ. შვილის სუიციდამდე მიყვანის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.

მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, ამის თავიდან ასაცილებლად მიესაჯა პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

განიხილება ყველა ვერსია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დეტალებზე ექსპერტიზის დასკვნამდე არ საუბრობს. მომდევნო სასამართლო 19 ოქტომბერს ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი