მდინარემ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა. იატაკის ნაწილი ჩანგრეულია. შემთხვევა გვიან ღამით, ჩაქვში მეზღვაურის ქუჩაზე მოხდა. ოჯახში სადაც 4 ადამიანი ცხოვრობს ბზარები ძლიერი წვიმის შემდეგ შენიშნეს და უსაფრთხოების მიზნით შენობა დატოვეს. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ართმელაძეები ჰყვებიან, რომ სახლის საძირკველთან ახლოს მდინარის ნაპირის გასამაგრებლად მერიას დიდი ხნის წინ მიმართეს და ტენდერიც გამოცხადდა. თუმცა პანდემიის გამო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ახლა ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს ეძებს, რომლის ქირის საფასურსაც ქალაქ ბათუმის მერია გადაიხდის.
მერიის შესაბამისი სამსახურები ვითარებას ადგილზე სწავლობენ. კომისია გადაწყვეტს სახლი აღდგენას დაექვემდებარება თუ არა.