სროლა ოზურგეთში - ბიძაშვილმა ბიძაშვილი სანადირო თოფით დაჭრა

26 აგვისტო 2020, 10:25 1366 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ბიძაშვილმა ბიძაშვილს სანადირო თოფი ესროლა. როგორც მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, ხანშიშესულ ბიძაშვილებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შემთხვევა საყოფაცხოვრებო ხასიათის მიზეზით მოხდა, რა დროსაც 73 წლის კაცს ბიძაშვილმა სანადირო თოფი ფეხებში ესროლა.

კლინიკაში დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი და მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის  განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი