ლეონელ მესის და ‘’ბარსელონას’’ 20 წლიანი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა

26 აგვისტო 2020, 10:12 1413 ნახვა

არგენტინელი სუპერვარსკვლავის ლეონელ მესის და კატალონიის ‘’ბარსელონას’’ 20 წლიანი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა. არგენტინული გამოცემის ინფორმაციით, მესიმ კლუბს ფაქსი გაუგზავნა, სადაც კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს. არგენტინელის მიზანია კატალონიელებთან კონტრაქტი გაწყვიტოს, რადგან შემდეგ პრობლემების გარეშე შეძლოს მისთვის სასურველ კლუბში გადასვლა.

როგორც გამოცემა ole.ar წერს მესის გუნდიდან წასვლის სურვილი ‘’ბარსელონას’’ ახალ მწვრთნელთან რონალდ კუმართან საუბრის შემდეგ უფრო გაუმძაფრდა. კუმანმა მესის განუცხადა, რომ გუნდში პრივილეგიები გაუქმდება და ყველას გუნდურად მოუწევს თამაში. კატალონიის რეგიონის პრეზიდენტი კი მესის მადლობას უხდის და ახსენებს, რომ კატალონია ყოველთვის მისი სახლი იქნება.

თუ მესის მოახერხებს და ესპანალებთან კონტრაქტს გაწყვეტს ყველაზე რეალური ვარიანტია არგენტინელმა კარიერა ინგლისში ‘’მანჩესტერ სიტის’’ რიგებში გააგრძელოს. ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი მესის და ‘’სიტის’’ მწვრთნელის პეპ გუარდიოლას ახლო ურთიერთობა იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში