მემთეურობა ჩირუხში იკლებს

25 აგვისტო 2020, 20:50 2342 ნახვა

ყველი, კარაქი, ნადუღი - ამ პროდუქტებს, აჭარის მთებიდან დაბრუნებული მოიალაღეები გვიან შემოდგომაზე ბაზარში ყიდიან, რაც მათი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა ბოლო დროს გასაღების ბაზარი დიდი აღარ აქვთ.

რეპორტაჟში ჩირუხის მთის მოიალაღეების ერთ დღეს გიჩვენებთ. მთაში ზაფხულს ძირითადად ქალები და ბავშვები ატარებენ, უვლიან ძროხებს და ამზადებენ რძის პროდუქტებს. მათი დილა ადრიანად ძროხების მოვლით იწყება, შემდეგ კი რძეს აბინავებენ. გომურების კარებები იღება და იალაღები საქონლით ივსება.

ორგანიზაცია „მწვანე სექტორი“ მემთეურებზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. სხვათა შორის ჩირუხი ტურისტებისთვის მიმზიდველია. იქ ნახავთ ცივ, სართულოვან ჩანჩქერს და ულამაზეს ჩირუხის ტბას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი