საქართველოში, კოვიდ 19-ით, მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ხანში შესული ქალია, რომელიც მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული. ექიმის თქმით, მას სხვა თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. “კოვიდი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის და ქვეყანაში ცირკულირებს.”-დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მიუხდავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდ-სიტუაცია მართვადია, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვასა და პირბადის ტარების აუცილებლობას ახსენებს. მისი განმარტებით სიტუაცია არასახარბიელოა.
ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით სამი დღეა აჭარაში კოვიდ 19-ზე მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს. ქობულეთსა და ბათუმში განთავსებულია კარვები სადაც ნებისმიერ მსურველს პსრ ტესტის გაკეთების საშუალება ეძლევა.
პარალელურად პსრ ტესტები უკეთდებათ ზღვისპირა ზოლში განთავსებული კვებისა და გართობი ობიექტების თანამშრომლებს. საერთო ჯამში გამოკვლევა დაახლოებით 250 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთა შედეგებიც უარყოფითია.