ბათუმში ნახევარი თვის ნალექი 6 საათში მოვიდა

23 აგვისტო 2020, 15:42 3835 ნახვა

დილის 10 საათიდან სანაპირო კურორტებზე (უმეტესად) აჭარის ზოლში (ბათუმი, ქობულეთი) ინტენსიურად ვრცელდება გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რასაც თან სდევს ლოკალურად კონვექციური ნალექწარმოქმნა, რომელთა ურთიერთქმედების შედეგად, მოკლე დროში, ძლიერი და ზოგან ძალიან ძლიერი ინტენსიური ხასიათის წვიმა აღინიშნება.

მსგავსი ნალექის მოსვლის დროს შესაძლებელი იყო განვითარებულიყო, ყველა ის ნეგატიური პროცესი, რაც მსგავს სიტუაციას ერთვის თან და ნაწილობრივ აღინიშნა კიდეც

ნალექის ინტენსიობა დაბალმთიან ზონაში ნაკლები იყო, რამაც მეწყრული პროცესის ინტენსიურ წარმოქმნას არ მისცა განვითარების საშუალება

რაც შეეხება ზღვის პროგნოზს- არ გვაქვს მძიმე სიტუაცია და ღელვა მხოლოდ 3 ბალია, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტალღის სიმაღლე 5 ბალს აღწევს მცდარია

სანაპირო კურორტებზე ხვალ გამოიდარებს და უახლოეს დღეებში მზიანი ამინდი გველოდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი