ბაჩალიაშვილების ადვოკატი ითხოვს ხელახლა დაიკითხოს ყველა ვინც საქმეზე ჩვენება მისცა

23 აგვისტო 2020, 12:40 1414 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ითხოვს, გამოძიებამ ხელახლა დაკითხოს ყველა , ვინც საქმეზე ჩვენება მისცა. მიხეილ რამიშვილის თქმით,  ამ ადამიანების ჩვენებები ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს ტოვებს, მათ შორის, იმ მწყემსის ჩვენებაც, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ტყეში აღმოაჩინა.

ადვოკატი ამბობს, რომ მათი ჩვენები სანდო არ არის. უფლებადამცველის განმარტებით, პროკურატურაში ასევე ისაუბრა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, ბოთლში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს გარკვეული ნივთიერებები იყო გახსნილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი