ქობულეთში კორონავირუსი საოჯახო სასტუმროს მესაკუთრეს დაუდგინდა 

21 აგვისტო 2020, 11:35 2960 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა - ინფიცირებული თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. პაციენტი გუშინ ღამით კოვიდმიმღებ ცენტრში გადაიყვანეს. 

60 წლამდე ასაკის მამაკაცი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა. მასთან კონტაქტში მყოფი 18 პირი კარანტინშია, სამი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

''თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება, მისი კონტაქტებია. ჩატარდა ტესტირება და გვაქს ერთი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული სივრციდან მოხდა მობინადრეების კარანტინში გადაყვანა. ახალ შემთხვევას ​''ჰავანასთან'' კავშირი არ აქვს'' - განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 26 პაციენტი მკურნალობს. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი