ევროკავშირი არ აღიარებს ბელარუსში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოკლე პერიოდში სანქციებს დაუწესებს , - ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპული საბჭოს წევრებმა ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ონლაინ სამიტი გამართეს, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.