თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. მისი განცხადებით, ექსპერიმენტი განხორციელდება 24 საათის განმავლობაში, რომლითაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.