ხელვაჩაურს ხვალ გაზმომარაგება შეეზღუდება

19 აგვისტო 2020, 12:00 1574 ნახვა

„სოკარ ჯორჯია გაზის" აჭარის რეგიონული ოფისის ინფორმაციით, ბათუმში,  ინასარიძის ქუჩაზე   მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით   20 აგვისტოს, დილის 9 საათიდან 19 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ხელვაჩაურის 3 600 მდე აბონენტს.

სოკარში განმარტავენ, რომ 19 საათისთვის გაზმომარაგება სრულად იქნება აღდგენილი.

კომპანია თხოვნით მიმართავს აბონენტებს, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე 16114“.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი