საქართველოდან თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი ათასზე მეტმა პირმა მიიღო

18 აგვისტო 2020, 18:28 2965 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 1000 ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეთა უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა.

გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით გაიარეს. ნებართვის მიმღებ პირებს თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები, შვიდი დღის განმავლობაში, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ეგზავნებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი