ქობულეთის მერიის ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, წყალმოპოვების სათავე ნაგებობაზე მწყობრიდან გამოვიდა ფაზური მარეგულირებელი. რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა და შეწყდა წყალმოპოვება.
უწყების ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ, დროულად მოხდა რეაგირება და საჭირო სამუშაოების ჩატარება.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლით მომარაგება ქალაქში, სრულად, 12 საათისთვის აღდგება.
"წყალმოპოვების სათავე ნაგებობაზე ფაზური მარეგულირებელი უკვე გამართულია. დარჩენილია მხოლოდ ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში, საჭირო წნევის შექმნა, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს"-აცხადებენ ქობულეთის მერიაში.