საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ, ბოლო 3 წელში იკლო, ასეთია საქსტატის მონაცემები.
თუ 2017 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 417 მილიონი დოლარი შემოვიდა, მომდევნო წლების იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი ასეთი იყო : 2017 წელს 417 მილიონი, 2018 წელს 329 მილიონი, 2019 წელს 314 მილიონი, 2020 წელს 172 მილიონი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები სექტორების მიხედვით ასე განაწილდა.
საფინანსო სექტორი - 96 მილიონი, უძრავი ქონება - 33 მილიონი, კავშირგაბმულობა - 13 მილიონი, ენერგეტიკიდან 20 მილიონი პირიქით გავიდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი 120 მილიონიანი უცხოური ინვესტიცია თბილისში შემოვიდა, 21 მილიონი ერგო აჭარას, ქვემო ქართლში 10 მილიონი, ხოლო მცხეთა მთიანეთიდან 1 მილიონის ინვესტიცია გავიდა.
თუ შარშან და წელს, აჭარაში პირველ კვარტალში შემოსული ინვესიტიციების რაოდენობას გადავხედავთ, არის მცირედი განსხვავება, თუმცა არა ისეთი, როგორიც წინა შემთხვევებში. 2019 წელს 25 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, წელს კი 21 მილიონი, ანუ სხვაობა მხოლოდ 4 მილიონი დოლარია.