კოვიდ ინფიცირებული ექვსი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ეზუგბაია

17 აგვისტო 2020, 12:36 1002 ნახვა

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ხოლო ერთი იმპორტირებულია. 

„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1341 დადასტურებული შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია, 2 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი, ხოლო ორზე გრძელდება კვლევა წყაროს დადგენის მიზნით. ​გამოჯანმრთელებულები გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით. იყო 1088 და 1092 გახდა. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა'' - ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისივე განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.

''232 დადასტურებული შემთხვევიდან სიმძიმეების პროფილი ასეთია: 6 არის კრიტიკული პაციენტი, ისინი კოვიდ ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 22 მძიმე პაციენტია", - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. 

დღეს, 17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი აჭარაშია. ორი კი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი