მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

17 აგვისტო 2020, 10:54 1403 ნახვა

მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ცხედარი ზღვაში გუშინ გვიან ღამით აღმოაჩინეს.

სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესში 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება და დრონი იყო ჩართული.

არსებული ინფორმაციით ორი ახალგაზრდა კაცი წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ერთის გამოყვანა მაშველებმა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.

შემთხვევა 15 აგვისტოს ურეკში მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი