ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში

15 აგვისტო 2020, 18:11 1254 ნახვა

მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევები არ გაზრდილა და ისევ  32  რჩება. ბოლო მონაცემებით 500-მდე აღებული ბიოლოგიური მასალიდან, ყველა უარყოფითია. ეპიდემიოლოგთა ჯგუფები კი აგრძელებენ მუშაობას და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების შემოწმებას უახლოეს დღეებში დაასრულებენ.

3500-ზე მეტი ნიმუშია აღებული ამ დროისთვის მესტიის მერის ინფორმაციით, 770- მდე მოქალაქე რჩება საკარანტინო სივრცეში. 730 კი გადაყვანილია სხვადასხვა რეგიონში. მესტიის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე არსებულ ობიექტებს ამოწმებენ.

რაიონში მუშაობს მხოლოდ ღია ტიპის კვების ობიექტები. სასტუმროების ძირითადი ნაწილი კი საკარანტინო სივრცედ გადაკეთდა. ხვალიდან ლენერის თემიდან დაიწყება მოსახლეობის მომარაგება საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენური საშუალებებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი