მესტიაში კორონავირუსზე ჩატარებული 500 ტესტის პასუხი უარყოფითია

15 აგვისტო 2020, 12:30 1825 ნახვა

მესტიის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 500-მოქალაქის  ტესტი პასუხი უარყოფითია.- ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.დღეს კიდევ 400-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან. სულ მესტიაში 3 121 ადამიანი გამოიკვლიეს. ცნობილია, რომ საკვები პროდუქტები მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება. წითელი ჯვრის წარმომადგენლები დამატებით კონტეინერებს ელოდებიან.

საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგდებათ შშმ პირთა ოჯახებსა და მარტოხელა ხანდაზმულებს.PSR ტესტირება და მოქალაქეთა თერმოსკრინინგი კი სხვადასხვა სოფელში გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი