გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით, მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაცილეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატიც, მისი თქმით ყველა ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი პასუხები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან უკვე მიიღეს.მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.