აჭარის უმაღლესი საბჭო „ღია მმართველობის“ შიდა ქსელის წევრი ხდება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დღეს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, დოკუმენტით უმაღლესი საბჭო 15 სახის ვალდებულებას იღებს. მათ შორის, მეტი საჯაროობის, გამჭვირვალობის, ელექტრონული პეტიციის სისტემის დანერგვის და შშმ პირებისთვის შენობისა და ვებ-გვერდის ადაპტაციის. სამოქმედო გეგმის მიხედვით რეგლამენტით განისაზღვრება ასევე უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრების მსურველ, გარეშე პირთა რაოდენობაც. ღია მმართველობის საბჭო რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში აპრილიდან მოქმედებს.