მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო - შსს

12 აგვისტო 2020, 15:50 1415 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი