საქართველოს პრეზიდენტმა ციხისძირში დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, "სამოქალქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა კონცელიძეების ოჯახს სახელმწიფო ჯილდო მედალი "სამოქალქო თავდადებისათვის" პირადად გადასცა და მარიამ კონცელიძეს თავდადებისა და სამოქალაქო გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
2019 წლის 5 აპრილს, 33 წლის პედაგოგმა მარიამ კონცელიძემ, ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა.