დღეს საქართველოში არჩევნებია. მოსახლეობა საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას ირჩევს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის “ახალი ამბების” საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. ჩვენი გადამღები ჯგუფები უკვე 2 საათია მუშაობენ საარჩევნო უბნებზე, იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ჩართვებს რეგიონის ექვსივე ოლქიდან შემოგთავაზებთ. ასევე პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ ბრიფინგებს უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან, გვექნება ჩართვები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და მედია ცენტრიდან. როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი რეგიონში, ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში მოგეწოდებათ, როგორც ტელევიზიის, ასევე რადიო ეთერში, ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მაუწყებლის ოფიციალურ ვეგ და ფბ გვერდებს.