ბენზეს დასახლებაში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის ბულვარში კონცერტი გაიმართა. პატარების განწყობაზე სტუდია გვირილას აღსაზრდელებმა იზრუნეს. მთელი დღის განმავლობაში მათთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი პროგრამა, დაათვალიერეს შეკვეთილში მინიატურების ქალაქიც. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.