მივესალმები აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმში, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმის შექმნის შესახებ - საქართველოს პრეზიდენტი

23 ივნისი 2020, 19:09 4051 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმის შექმნის იდეას პირად ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება.

"მივესალმები აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმში, გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმის შექმნის შესახებ" - პრეზიდენტი

ბათუმი, როგორც კინომწარმოებლებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ქალაქი, ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს კინომუზეუმი და სიმბოლურია, რომ აღნიშნული მუზეუმი ბათუმის მკვიდრის, სულიკო ჟღენტის სახელობის იქნება. მით უფრო, რომ იგი ბათუმის საპატიო მოქალაქეცაა.

დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული მუზეუმი მრავალფეროვნებას შემატებს ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს კულტურულ ცხოვრებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში