ბათუმის ძველ ბულვარს ახალი სკვერი შეემატება

13 ნოემბერი 2023, 14:48 3297 ნახვა

ბათუმის ძველ ბულვარში, კოლონადას მიმდებარედ ახალი სკვერი ეწყობა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე უკვე მიმდინარეობს - ინფორმაციას ბათუმის ბულვარი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, დაიგება დეკორატიული ქვიშის ორნამენტული საფარი და დამონტაჟდება გარე განათება. ასევე, აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში განთავსდება საბაღე და ხის სკამ-საქანელები.

"სკვერში არსებული უკრაინელი საზოგადო მოღვაწეების ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ბიუსტების პიედესტალს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდება. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „როდა“ ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 124 ათას ლარს შეადგენს და დეკემბრის ბოლომდე დასრულდება. ახალი სარეკრეაციო სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებული ტერიტორიის იერ-სახეს და დამატებითი მიზიდულობის ადგილს შექმნის ვიზიტორებისთვის. პროექტი განაშენიანების გეგმის მიხედვით შემუშავდა სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“-სთან შეთანხმებით",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში