ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მამია ვარშანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მონაწილეებმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიება წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.